2 თებერვალს თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის 105 წლის იუბილეს ფარგლებში თსუ-ის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა ღონისძიებები:
პანელური სესია: „ქალთა გაძლიერების ხელშეწყობა უწყვეტი განათლების კონტექსტი“ . შეხვედრას წარუძღვნენ თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები, ეკატერინე ფირცხალავა და ზაქარია ქიტიაშვილი, თსუ-ის „განათლების მეცნიერებების“ საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი, მარინე გოგნელაშვილი.
მრგვალი მაგიდა: „უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარება სასწავლო პროცესში“. თსუ-ის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება სასწავლო პროცესში წამოჭრილ თემებთან მიმართებით.
პანელური სესია: „დამწყები მასწავლებლების მიერ სტუდენტებისათვის გამოცდილების გაზიარება“. მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის კურსდამთავრებულებმა ისაუბრეს პროფესიის თანმდევი გამოწვევებისა და მათი გადალახვის გზების შესახებ.